ადგილზე მიტანის უფასო სერვისი

   იმისათვის რომ გორგიაში ისარგებლოთ ადგილზე მიტანის უფასო სერვისით, უნდა შეიძინოთ ერთჯერადად ნებისმიერი საქონელი ჯამური ღირებულებით 1000 ლარიდან და ჩვენი კურიერები სამი დღის განმავლობაში მოგაწვდიან მითითებულ მისამართზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურებაში არ შედის შენაძენის სახლში ატანა. ტრანსპორტირება მხოლოდ ქალაქის მასშტაბით ვრცელდება  

აბაზანის 3D დიზაინი საჩუქრად !

  აბაზანის ინტერიერის დიზაინ კონცეფციის შემუშავებით გორგიას დიზაინერები ეხმარებიან ჩვენს მომხმარებლებს წინასწარ გათვალონ რემონტის ზუსტი ხარჯები, შეარჩიონ და შეახამონ სასურველი მასალები ერთმანეთს. დაინახონ რემონტის შედეგი ჯერ კიდევ რემონტის დაწყებამდე, რაც ეხმარება მათ რემონტის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  

კონსულტანტი-მრჩეველი

   თუ გაინტერესებთ როგორ გააკეთოთ სახლში რემონტი და რა მასალები გამოიყენოთ იმისათვის, რომ მინიმალური დანახარჯებით გააუმჯობესოთ სახლის ინტერიერ/ექსტერიერი ან უბრალოდ გჭირდებათ პროფესიონალური კონსულტაცია, საკმარისია მობრძანდეთ გორგიაში თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს და ჩვენი კონსულტანტები მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას. მოგვმართეთ, გორგიაში მზად ვართ გემსახუროთ !  

საღებავების ფერების დამზადება

   სტანდარტული საღებავებისა და ლაქების გარდა გორგიაში შეგიძლიათ აირჩიოთ 3000-მდე საღებავის ტონიდან ერთ-ერთი და ჰიპერმარკეტიდან გაუსვლელად, საღებავის სტუდიოში დაამზადებინოთ სასურველი ფერი სრულიად უფასოდ. სასურველი ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერთა კატალოგიდან.  

განვადება  

   გორგიას ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი უპროცენტო განვადებით შემდეგი ბანკებიდან: საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, თიბისი.  

უფასო პარკირების ზონა

   ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე პარკირება უფასოა.  

სერვის-ცენტრი

   სამშენებლო-სარემონტო მასალებთან ერთად გორგიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელოსნების მომსახურებით.გორგიას სერვის-ცენტრის წარმომადგენლები სიამოვნებით მოგაწვდიან პროდუქციის ასორტიმენტთან, სერვისებთან და მარაგებთან დაკავშირებულ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.  

რჩევების წიგნი

  გორგიასთვის თითოეული მომხმარებლის რჩევა და შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ჰიპერმარკეტებში ყველა საინფორმაციო დესკებთან განთავსებულია რჩევების ყულაბები და წიგნები, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაგვიზიაროს თავისი მოსაზრებები.  

ქოლ-ცენტრი

  გორგიას ქოლ-ცენტრის საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია სამშენებლო-სარემონტო მასალების ტექნიკური მონაცემებისა და მიმდინარე აქციების შესახებ.  

ხელოსანთა კლუბი

 სამშენებლო-სარემონტო მასალებთან ერთად გორგიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელოსნების მომსახურებით.   

გარანტია სანტექნიკაზე

გორგიაში შეძენილ კერამიკულ სანტექნიკაზე,შემრევებზე,აბაზანებზე და საშხაპე ძირებზე თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ გარანტიით.