ჰიპერმარკეტების ქსელ გორგიაში 40 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იყიდება შემდეგი კატეგორიებიდან: გათბობა & კონდიცირება, კაფელ-მეტლახი და აბაზანა, ლამინატი, სამშენებლო ქიმია, შპალერი და საღებავი, ელ.ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, კარები, ავეჯი და ასე შემდეგ. კომპანიის სპეციალისტები ყოველდღიურად მუშაობენ პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებაზე, თვალ-ყურს ადევნებენ მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნები და შევთავაზოთ მათ მხოლოდ ხარისხიანი და თანამედროვე პროდუქტები მათთვის ხელმისაწვდომ ფასად.

 გორგია ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის და მზადა არის ახალი შემოთავაზებების განსახილველად. ჩვენთვის ახალი პარტნიორების  შერჩევის მთავარი კრიტერიუმები შემდეგია: სტაბილურობა, პროდუქციის ხარისხი, ფასები, ორმხრივი მოტივაცია და შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში, გარანატია, რომ შეკვეთა ყოველთვის შესრულდება დროულად და 100%-ით. თავის მხრივ, გორგია მზადაა შესთავაზოს პარტნიორებს გრძელვადიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა, რომელიც აისახება პარტნიორთა პროდუქციის რეალიზაციის ზრდაში.

იმისათვის რომ გორგიას კომერციულმა დეპარტამენტმა განიხილოს თქვენი შემოთავაზება, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი პრეზენტაცია შემდეგ იმეილზე : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

მარკეტინგულ მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.