როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შპალერი

27 ივნისი, 2017
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შპალერი

ახალი გარემონტებული სახლისთვის ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ნაბიჯი შპალერის არჩევაა,მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება,კონკრეტულ მაღაზიებში ათასნაირი ზომის,ფერის,ხარისხის შპალერს შეხვდებით.

უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ჩვენ გთავაზობთ სტატიას როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შპალერი თქვენი სახლისთვის ან თუნდაც ოფისისთვის.

 

პირველ რიგში დარწმუნდით რომ შეძენილი შპალერის რულონი ერთი პარტიის და სერიის გამოცემა არის.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახის ოპტიმალური ტემპერატურას. სარემონტო პროცედურების დროს სასურველია ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა იყოს 10C დან 23C-მდე და ტენიანობა არა უმეტეს 60%. 

ერთერთი აუცილებელი ნაბიჯია კედლების მომზადება,კედლები სასურველია იყოს გლუვი,მშრალი და სუფთა.მომზადებისას სასურველია მოვაშოროთ ძველი საღებავი ან შპალერი და შევაკეთოთ დაზიანებული ადგილები თაბაშირით


როგორ შევარჩიოთ წებო ?

აუცილებლად გამოიყენეთ შესაბამისი წებო კონკრეტული შპალერისთივს მაგ : ქაღალდის შპალერისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ქაღალდის წებო, ფლიზელინისთვის - ფლიზელინის წებო  და ა. შ .
იმ შემთხვევაში თუ არ იცით რა ტიპის შპალერი გაქვთ თითოეულ შეფუთვაზე დატანილია შესამაბიმისი სიმბოლო.


როგორ შევარჩიოთ შპალერის დეკორი ?

იდეალური იქნება თუ შეარჩევთ შპალერის დეკორს და სადას ერთი და იგივე კოლექციიდან . შპალერის შესყიდვისას აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება რამდენიმე ნიუანსს რადგან მაგათზე დამოკიდებულია საერთო შედეგი .მთავარი ფაქტორია კედლების ხარისხის დონე . თუ კედელი უსწომოსწორო  ხაოიანი ან ზოგ ადგილებში ოდნავ ამობურცულია ამოარჩიეთ შპალერი აბსტრაკტული ნახატით რომლის გათანაბრება არ არის საჭირო.აგრეთვე კედლის დეფექტების დასაფარად გამოგადგებათ ორი ან სამფენიანი შპალერი გამოკვეთილი ნახატით.

თუ ოთახი დაყოფილია ბოძებით სასურველია არჩევანი გავაკეთოთ ფერადი/მკვეთრი ნახატიან შპალერებზე.თუ ოთახის ფანჯრები მიმართულია სამხრეთით დეკორის სპეციალისტები გვირჩევენ ცივი ტონების არჩევას და თუ ჩრდილოეთით მაშინ სჯობს ავარჩიოთ თბილი გამა რომელიც შექმნის მზის სითბოს შეგრძნებას იმ შემთხვევაშიც თუ გარეთ საერთოდ არ არის მზიანი ამინდი.

შპალერი არა მხოლოდ დეკორირების  კომფორტული მასალაა არამედ არასწორი პროპორციების კორეკტირების საშუალებაც არის.დიახ! შპალერი დაგვეხმარება დეფექტების დამალვაში მაგალითად პატარა ოთხასი ფართის ვიზუალურად გადიდებაში ან არასწორი პლანოგრამის კორექტირებაში.მთავარია სწორედ ავარჩიოთ შპალერი ფერი , ტონი, და დეკორი.

სურათზე მოცემული საძინებელი ოთახი იყო საკმაოდ ვიწრო .ერთი კედლის ვიზუალურად გაფართოვებისთის გამოვიყენეთ ღია ,მშვიდი ტონის და დეკორის შპალერი.გრძელი  კედელი კი დაყოფილ იქნა სამ ნაწილად ბათქაშის გამოყენებით .ცენტრალურ ნაწილში კი გავალამაზეთ რუხი ტონალობის  დეკორით. ასე ვიწრო ოთხი გადაიქცა პროპორციულ და ლამაზ ოთახად.